Friday, August 16, 2013
Tuesday, August 13, 2013
სასწავლო პროექტები
პროექტის სახელწოდება:
მუხურის ციხე.
პროექტის მთავარი იდეა :მუხურის გეოგრაფიული მდებარეობა და მუხურის ციხის აღწერა.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლემ აუცილებლად უნდა იცოდეს ;მუხურის ციხის
შესახებ. მუხურას ეძახიან ერთ მშვენიერ მთის სოფელს , რომელსაც თავისი
ისტორია აქვს. აქ იმერეთის მეფეებს თავისი მაგარი ციხე
ჰქონიათ სახელად ,,შეუპოვარი.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან
თავისი სოფლის სამეფო ციხე -სიმაგრეს,
კერძოდ მუხურის ციხის ისტორიას. გაიგებენ იმას,
რომ მუხურის ციხე სამეფო ციხე-სიმაგრე იყო,
რომელიც ნაშენები ყოფილა ქვითა და კირით. ციხეში
სულ 8 განყოფილების დარბაზი, თავშესაფარი თუ სათავსო ყოფილა.
მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას
იღებენ მეხუთე კლასის
მოსწავლეები.
ვადები/ხანგძლივობა:პროექტი რომ განხორციელდეს
და სისრულეში მოვიყვანო
აუცილებელია ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეს ეცოდინება და წარმოდგენა ექნება
თავისი სოფლის თვალწარმტაც
ბუნებაზე და მუხურის ციხეზე.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფოტო-აპარატი, ფოტო მასალის
პრეზენტაცია, საინფორმაციო ტექნოლოგია.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები): ფოტო-მასალის ჩვენება,ინფორმაციის მოძიება ჯგუფურად და მასალის
პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: აუცილებლად
გამოვიყენებ საგანთა ერთობლიობას: ისტორიას, გეოგრაფიას,ბუნებას,მათემატიკას და ხელოვნებას.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხათუნა
კირკიტაძე.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:xatunakirkitadze.blogspot.com.
ჩემი მუხურა
მუხურა ზემო იმერეთის მაღლობზე მდებარეობს. თავისი ადგილმდებარეობით ის ძალიან ლამაზი სოფელია.
Wednesday, August 7, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)