Tuesday, August 13, 2013

სასწავლო პროექტები





პროექტის   სახელწოდება: მუხურის  ციხე.

პროექტის  მთავარი  იდეა :მუხურის გეოგრაფიული  მდებარეობა და მუხურის  ციხის აღწერა.

პროექტის   აქტუალობა: მოსწავლემ აუცილებლად უნდა იცოდეს ;მუხურის ციხის  შესახებ.  მუხურას  ეძახიან ერთ მშვენიერ მთის სოფელს , რომელსაც თავისი ისტორია აქვს. აქ  იმერეთის  მეფეებს თავისი  მაგარი ციხე  ჰქონიათ  სახელად ,,შეუპოვარი.

პროექტის  მიზნები:მოსწავლეები  გაეცნობიან  თავისი სოფლის  სამეფო ციხე -სიმაგრეს, კერძოდ მუხურის ციხის  ისტორიას. გაიგებენ იმას, რომ მუხურის  ციხე სამეფო ციხე-სიმაგრე იყო, რომელიც ნაშენები   ყოფილა  ქვითა  და  კირით. ციხეში  სულ 8   განყოფილების  დარბაზი, თავშესაფარი  თუ  სათავსო  ყოფილა.

მონაწილეთა ასაკი: პროექტში  მონაწილეობას  იღებენ  მეხუთე   კლასის  მოსწავლეები.

ვადები/ხანგძლივობა:პროექტი  რომ  განხორციელდეს და  სისრულეში  მოვიყვანო  აუცილებელია  ერთი  კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას: მოსწავლეს   ეცოდინება და წარმოდგენა  ექნება   თავისი  სოფლის  თვალწარმტაც  ბუნებაზე  და მუხურის  ციხეზე.

პროექტისათვის   საჭირო  ძირითადი  რესურსები: სახელმძღვანელო, ფოტო-აპარატი, ფოტო  მასალის  პრეზენტაცია,   საინფორმაციო   ტექნოლოგია.

პროექტის  მსვლელობა  (ძირითადი  აქტივობები):  ფოტო-მასალის   ჩვენება,ინფორმაციის  მოძიება ჯგუფურად  და მასალის  პრეზენტაცია.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:  აუცილებლად  გამოვიყენებ  საგანთა   ერთობლიობას: ისტორიას, გეოგრაფიას,ბუნებას,მათემატიკას  და ხელოვნებას.

პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ხათუნა   კირკიტაძე.

ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა: xatunakirkitadze10@gmail.com.

პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:xatunakirkitadze.blogspot.com.

ჩემი მუხურა

მუხურა   ზემო  იმერეთის  მაღლობზე  მდებარეობს.  თავისი ადგილმდებარეობით ის  ძალიან  ლამაზი სოფელია.